სოფელ რუისპირში თანასოფლელის განზრახ მკვლელობისთვის შსს-მ 1 პირი დააკავა

გამოქვეყნდა:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობაში ბრალდების მუხლით 1 პირი დააკავა. ინციდენტი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში 5 სექტემბერს მოხდა. უწყება ინფორმაციას ვებგვერდზე ავრცელებს:

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირი - 1984 წელს დაბადებული დ.ლ. დააკავეს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 სექტემბერს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში, სანადირო თოფიდან გასროლით განზრახ მოკლა თანასოფლელი - 1979 წელს დაბადებული ი.ხ. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, პოლიციამ კომპლექსური საგამოძიებო ღონისძიებები ჩაატარა. მოწმეთა გამოკითხვებით ირკვევა, რომ დანაშაულს წინ უძღოდა ყოფით ნიადაგზე დაწყებული უთანხმოება და ურთიერთშელაპარაკება.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი