ირანმა ჟურნალისტი ქალის მოსაკლავად 2 პირი დაიქირავა, ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქეა | აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი

გამოქვეყნდა:

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ირანის მთავრობამ დისიდენტი ჟურნალისტისა და აქტივისტის, მასიჰ ალინეჯადის მოსაკლავად ორი პირი დაიქირავა, ერთ-ერთი კი საქართველოს მოქალაქეა.

დეპარტამენტის ცნობით, ორივე პირი ნაფიცმა მსაჯულებმა წარდგენილ ბრალდებებში დამნაშვედ ცნეს.

საქართველოს მოქალაქე 40 წლის პოლად ომაროვია, ასევე ცნობილი, როგორც არაზ ალიევი, პოლანდ ქაქა და ჰაცი ქაქა.

დეპარტამენტის თანახმად, დაქირავებულ პირებს ქალი 500 000 დოლარის სანაცვლოდ უნდა მოეკლათ.

ქალი, რომლის მკვლელობაც, დეპარტამენტის ინფორმაციით, ირანმა დაუკვეთა, ირანის რეჟიმის კრიტიკოსია, რომლის გაჩუმებაც არა ერთხელ სცადეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი