
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 2 ადამიანი კი გარდაიცვალა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფეცქიური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის თქმით, 2 გარდაცვლილი პაციენტიდან ერთ-ერთი 90 წლის კაცია ბათუმიდან. პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო კლინიკაში შეყვანისთანავე და დროთა განმავლობაში მას გაუმწვავდა პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა და არტერიული ჰიპერტენზია
მეორე გარდაცვლილი პაციენტის შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, ცნობილი არაა.
აქვე, კორონავირუსის რეკორდულად მაღალი, 554 ახალი შემთხვევიდან, 370 ინფიცირებული აჭარიდანაა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 35 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა თითქმის 27 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.