უკრაინის საჰაერო ძალებმა, ბელგოროდის რეგიონში რუსეთის სასაზღვრო განყოფილების სამეთაურო პუნქტი გაანადგურეს

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით,  21 მარტს, გამოაცხადა ბელგოროდის რაიონის გლოტოვოში რუსეთის სასაზღვრო განყოფილების სამეთაურო პუნქტს დაარტყეს.

„2025 წლის 21 მარტს უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა წარმატებული დარტყმა განახორციელეს რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის რეგიონში, გლოტოვოში, რუსეთის სასაზღვრო განყოფილების სამეთაურო პუნქტზე" - აღნიშნულია გენშტაბის შეტყობინებაში.

ამავე ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ რუსულმა შენაერთებმა გამოიყენეს გაძლიერებული შენიღბვის ზომები, უკრაინელმა მფრინავებმა სამიზნე - საკომუნიკაციო ტექნიკა და სხვა აღჭურვილობა, გაანადგურეს.

უკრაინის გენშტაბის განცხადებით, აღნიშნული სამეთაურო პუნქტის განადგურება მნიშვნელოვნად დაასუსტებს მტრის შესაძლებლობებს სუმისა და ხარკოვის რეგიონში საბრძოლო მოქმედებების ჩასატარებლად.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი