კანადაში ვადამდელი არჩევნები 28 აპრილს გაიმართება

გამოქვეყნდა:

კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები დანიშნა, რომელიც 28 აპრილს გაიმართება.

მაკ კარნის განცხადებით, რომელმაც თანამდებობა მხოლოდ ერთი კვირის წინ დაიკავა, მას ესაჭიროება ძლიერი, პოზიტიური მანდატი თანამემამულე კანადელებისგან.

 „ჩვენ კიდევ ბევრი რამ უნდა გავაკეთოთ, რომ კანადა უფრო უსაფრთხო გავხადოთ“, - განაცხადა კანადის პრემიერ-მინისტრმა აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის  მხრიდან წამოწყებულ „სავაჭრო ომსა“ და „ანექსიის საფრთხეებზე“ საუბრისას.

კანადაში შემდეგი არჩევნები არაუგვიანეს 20 ოქტომბერს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა პრემიერ-მინისტრს უფლება აქვს არჩევნები უფრო ადრე დანიშნოს. ეს ხდება ორ შემთხვევაში, როდესაც გენერალური გუბერნატორი, რომელიც წარმოადგენს ბრიტანეთის მონარქს, ეთანხმება პრემიერ მინისტრის რჩევას და დაითხოვს პარლამენტს, და როდესაც პარლამენტი უცხადებს უნდობლობას მთავრობას და გენერალური გუბერნატორი იღებს პრემიერ მინისტრის გადადგომას.

მმართველი ლიბერალური პარტია ხელისუფლებაში 2015 წლიდან იმყოფება და წლების განმავლობაში პოპულარობის დიდი ნაწილი დაკარგა. თუმცა, ტრამპის პოლიტიკამ კანადის საზოგადოებაში პატრიოტიზმის აღმავლობა გამოიწვია, რამაც ლიბერალებს უფრო მეტი სარგებელი მოუტანა. ახლა, გამოკითხვების თანახმად, მათ დაფარეს ჩამორჩენა პოლ პოლიევრის ოპოზიციურ კონსერვატიულ პარტიასთან.

ტრამპის ადმინისტრაციაში და მისმა მხარდამჭერებიდან ბევრმა ეჭვქვეშ დააყენეს მაკ კარნის ლეგიტიმაცია, რადგან მას არჩევნებში არ გაუმარჯვია, თუმცა კანადაში პრემიერ-მინისტრი პირდაპირ არ ირჩევა. კანადას აქვს ვესტმინსტერის საპარლამენტო დემოკრატია, ბრიტანული სისტემის მსგავსი: მოქალაქეები ირჩევენ თემთა პალატის წევრებს სხვადასხვა პარტიიდან. მთავრობას ხელმძღვანელობს იმ პარტიის ლიდერი, რომელმაც უმრავლესობა მიიღო (აბსოლუტური ან თუნდაც შედარებითი). მომავალში შესაძლოა პარტიის ლიდერი შეიცვალოს და შემდეგ პრემიერიც შეიცვალოს. ასე დაემართა კარნის, რომელმაც შეცვალა ჯასტინ ტრუდო, რომელიც გადადგა ლიბერალური პარტიის ლიდერის პოსტიდან 6 იანვარს. ამის შემდეგ, ლიბერალურმა პარტიამ ჩაატარა კონკურენტული შიდა არჩევნები, რომელიც მარკ კარნიმ დამაჯერებლად მოიგო.

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი