სასამართლო მარნეულის ინციდენტზე დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე დღეს იმსჯელებს

გამოქვეყნდა:

მარნეულის ინციდენტზე დაკავებული 2 პირის აღკვეთის ღონისძიებაზე დღეს რუსთავის სასამართლო იმსჯელებს. 

აქვე, ამ დრომდე უწყებაში არ დაუკითხავთ საქმის მთავარი ფიგურანტი და მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 3 ოქტომბერს მარნეულში მომხდარი ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულის მერიის თანამშრომელი, გიგა ჯალაღონია და "ოცნების" აქტივისტი, გიორგი შუბითიძე დააკავა

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, მარნეულში 29 სექტემბერს მთელი დღის განმავლობაში დაძაბულობა იყო, თავს დაესხნენ ჟურნალისტებს, "მთავარი არხის" 4 თანამშრომელსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღებ ჯგუფს. 

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი