უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბელგოროდის ოლქში რუსეთის 4 ვერტმფრენი გაანადგურეს

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალებმა, მთავარ სადაზვერვო სამმართველოსთან, სარაკეტო ძალებთან და არტილერიასთან თანამშრომლობით, რუსეთის ბელგოროდის ოლქში მტრის 4 ვერტმფრენი გაანადგურეს - 2 Ka-52 და 2 Mi-8.

ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ვერტმფრენები სარაკეტო დარტყმით, Himars-ის სარაკეტო გამშვების გამოყენებით განადგურდა.

"მტერს ისევ მიაჩნდა, რომ ზურგის სიღრმეში მიუწვდომელი იყო. ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ სპეციალური ოპერაციის ძალებისთვის მიუწვდომელი არაფერია. გავაგრძელოთ მუშაობა!" - აცხადებენ სპეციალური ოპერაციის ძალებში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი