ოლიგარქის თვითგამოცხადებული პარლამენტის ე.წ. თავმჯდომარე ევროპელ დიპლომატებს პარლამენტის შენობისთვის "მიყენებული ზიანის" ანაზღაურებას სთხოვს. შალვა პაპუაშვილის მტკიცებით, საკანონმდებლო ორგანოს აქციების მიმდინარეობისას დაახლოებით, ნახევარ მილიონ ლარამდე ზარალი მიადგა.
"ვვარაუდობთ, რომ ნახევარ მილიონ ლარამდეა ზიანი რაც მოგვადგა, ამიტომ, მე მინდა მივმართო იმ ევროპელ დიპლომატებს რომლებიც მშვიდობიან აქციას ეძახდნენ ამას, ამ დღეებში გვესმოდა, რომ ფული უნდა გამოვყოთო იმ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც ამ რადიკალიზმის ორგანიზატორები იყვნენ და ხომ არ იფიქრებდნენ, რომ ამ თანხიდან ნაწილი მაინც აიღონ და დაფარონ ის ზიანი , რომელიც მათ მიერ დაფინანსებული ენჯეოების გამო მიადგა საქართველოს პარლამენტს" ამბობს პაპუაშვილი.