თურქეთში საპროტესტო აქციების გაშუქებისას 9 ჟურნალისტი დააკავეს | თურქეთის ჟურნალისტთა კავშირი

გამოქვეყნდა:

თურქეთის ჟურნალისტთა კავშირის ცნობით, თურქეთის ქალაქებში საპროტესტო აქციების გაშუქებისას 9 ჟურნალისტი დააკავეს.

უცნობია მათი დაპატიმრების მიზეზი.

თურქეთში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. სტამბოლის მერის და ერდოღანის მთავარი კონკურენტის, ექრემ იმამოღლუს დაპატიმრების გასაპროტესტებლად ასეულობით ათასი მოქალაქე თურქეთის სხვადასხვა ქალაქში აქციებს მართავს.

აქტივისტები მარშებს მართავენ სტამბულში, ანტალიაში, იზმირსა და ანკარაში და მთავრობის გადადგომას ითხოვენ. ამავდროულად, გრძელდება შეტაკებები აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის. სპეცრაზმი მომიტინგეებს სპეციალური საშუალებების გამოყენებით შლის და აკავებს.

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ექრემ იმამოღლუს დროებითი ღონისძიების სახით შეუჩერდა სამსახურებრივი უფლებამოსილება.

იმამოღლუ 19 მარტს დააკავეს კორუფციაში, ფულის გათეთრებაში და ტერორიზმთან კავშირის ბრალდებით. თავად მერმა ამას "დაცინვა" უწოდა და ბრძოლის გაგრძელების პირობა დადო. ის მის მიმართ წარდგენილ ბრალდებებს უარყოფს. იმამოღლუს კორუფციის საქმეზე წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი