არალეგიტიმურმა პრეზიდენტმა, ყაველაშვილმა საკონსტიტუციოდან რუსულ კანონზე პრეზიდენტ ზურაბიშვილის სარჩელი გამოიწვია

გამოქვეყნდა:

არალეგიტიმურმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოდან რუსულ კანონზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სარჩელი გამოიწვია. სარჩელი კანონის გაუქმებას ითხოვდა.

ყაველაშვილის პრესსამსახური წერს:

"კანონი ეფუძნება გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას, რაც ხელს უწყობს საქართველოს სახელმწიფოებრიობის უმთავრესი პრინციპის - სახელმწიფოს ეროვნული სუვერენიტეტის დაცვასა და ქვეყნის სტაბილურ განვითარებას.

კანონი ემსახურება საზოგადოების მაქსიმალურად ინფორმირებას უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების დაფინანსების წარმომავლობის შესახებ".

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა სარჩელი 2024 წელს შეიტანა, ის კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევაზე დაობდა. სასამართლომ სარჩელი ნაწილობრივ განსახილველად მიიღო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი