მოსკოვის ცენტრში, ელიტურ საცხოვრებელ კომპლექსში ძლიერი ხანძარი გაჩნდა

გამოქვეყნდა:

მოსკოვის ცენტრში, ელიტურ საცხოვრებელ კომპლექსში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ადგილზე 70-ზე მეტი ცოცხალი ძალა და 20 ერთეული ტექნიკა იყო მობილიზებული. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მოსკოვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, ცეცხლი ლოკალიზებულია.

სასწრაფო დახმარების სამსახურმა განმარტა, რომ მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. 

ცნობილია, რომ ამ ელიტარულ კომპლექსში ბინების ღირებულება 100 მილიონი რუბლიდან იწყება.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი