ბათუმის აქციების მედროშე, თემურ ქათამაძე ოლიგარქის სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო. მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა ქათამაძეს 2800 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.
"ვივა მედის" ხელმძღვანელი ნინო ნადირაძე ამტკიცებს, რომ ქათამაძემ "ფიზიკური შეურაცხყოფა" მიაყენა.
ნინო ნადირაძემ კლინიკაში საპატრულო პოლიცია გამოიძახა, ჩვენება მისცა და ამ ჩვენების საფუძველზე, დღეს საქალაქო სასამართლოში ქათამაძის პროცესი ჩაინიშნა. ქათამაძე ნადირაძის ბრალდებებს უარყოფს.
თემურ ქათამაძეს შსს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდა, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.