"რუსული კანონი" სტრასბურგში რომ გავასაჩივრეთ, "ოცნება" ამტკიცებდა, რომ საჩივარი არ იყო გაგზავნილი. ისე ეშინიათ, ჯერ განხილვა არ დაწყებულა და პრესკონფერენციებს უძღვნიან. იციან, რომ წააგებენ" | ქურდოვანიძე

გამოქვეყნდა:

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე "ქართული ოცნების" პროპაგანდას ეხმაურება, რომელიც "რუსულ კანონს" და მის სტრასბურგში გასაჩივრებას ეხება.

ქურდოვანიძის თქმით, ოლიგარქის პარტიას იმდენად ეშინია სტრასბურგში გაგზავნილი საჩივრის, რომ პრესკონფერენციებს უძღვნიან საქმის განხილვამდე, მანამდე კი ამტკიცებდნენ, თითქოს სარჩელი არ იყო გაგზავნილი. 

"რუსული კანონი" სტრასბურგის სასამართლოში რომ გავასაჩივრეთ, დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში "ქართული ოცნება" და პროპაგანდისტული მედიები ამტკიცებდნენ, რომ საჩივარი სინამდვილეში არ იყო გაგზავნილი. მათ შორის, არჩევნების წინა საღამოს ერთ-ერთ მთავარ თემად ეს ჰქონდათ. არ გენდობით, საბუთი გვაჩვენეთო. ფოსტით გაგზავნის დოკუმენტი ვაჩვენეთ - აქ სასამართლოს ხელმოწერა არ არისო. საჩივრის გაგზავნიდან დაახლოებით ერთ თვეში სასამართლოდანაც მოვიდა ოფიციალური წერილი, რომლითაც გვაცნობეს, რომ საჩივარი დარეგისტრირდა.

ამის მერე ამტკიცებენ, რომ სტრასბურგში კანონის შეჩერება რატომ არ მოითხოვეთო. არადა ეს კითხვა საჩივრის გაგზავნისასაც დასვეს და მაშინაც ვუპასუხეთ, რომ შეჩერებას მაშინ მოვითხოვთ, როდესაც საჭიროდ ჩავთვლით. როდის რას მოვითხოვთ და რა იქნება ჩვენი დავის სტრატეგია, ამას მაშინ გაიგებენ, როდესაც შესაბამისი დრო მოვა. როგორც ჩანს, ისე ეშინიათ ამ საჩივრის, ჯერ განხილვა არ დაწყებულა და პრესკონფერენციებს უძღვნიან. იციან, რომ წააგებენ", - წერს ქურდოვანიძე Facebook-ზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი