ოლიგარქის პარტიის გენერალური მდივანი და თბილისის მერი კახა კალაძე რუსული პროპაგანდის სტილში ამერიკელ კონგრესმენებს აკრიტიკებს და მათ ანტიქართული განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებს.
კერძოდ, კალაძე MEGOBARI აქტს და მის ინიციატორებს ეხმაურება. მისი მტკიცებით, სენატორები რიში და შაჰინი ცდილობენ საქართველოში გადატრიალებისა და რევოლუციის მოწყობას.
"ჩვენი აღქმები არ განსაზღვრავს მათი მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს და იმ დამოკიდებულებებს, რასაც ბოლო წლების განმავლობაში ვხედავთ. ეს გამოიხატება კონკრეტული ქმედებებით. შაჰინიც და რაშიც არიან ადამიანები, ვინც ბოლო წლების განმავლობაში გამოირჩევიან ანტიქართული განცხადებებით. ეს ადამიანები პირდაპირ ებრძვიან ქართულ სახელმწიფოებრიობას, პირდაპირ ცდილობენ, რომ სახელმწიფო გადატრიალება, დაპირისპირება და რევოლუცია მოხდეს. ცდილობენ დაამხონ საქართველოს ხელისუფლება და მოიყვანონ მათთვის სასურველი ძალები.
პირდაპირ ვიტყვი - აგენტურა, რათა როდესაც მათ დასჭირდებათ, ქვეყანა გამოიყენონ მათი ინტერესების გასატარებლად. არანაირი მეგობრობა ამ ადამიანების მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში არ იკვეთება. ეს არის პირდაპირი მტრობა, რადგან აღნიშნული დოკუმენტი გაჯერებულია ტყუილით და მცდელობა აქვთ, რომ ქვეყნის გარეთ, საზოგადოებას დაანახონ აბსოლუტურად განსხვავებული საქართველო...", - თქვა კალაძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში.