ხვალ, სალომე ზურაბიშვილი გიტანას ნაუსედას შეხვდება

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ხვალ, ლიეტუვაში ვიზიტის ფარგლებში, რესპუბლიკის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედასა და ლიეტუვის სეიმის თავმჯდომარეს, საულიუს სკვერნელისს შეხვდება. ინფორმაციას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა სეიმის პლენარულ სხდომაზე. ვილნიუსში სალომე ზურაბიშვილი გეოპოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევების ცენტრის (GSSC) მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას.

დაგეგმილია ზურაბიშვილის ინტერვიუები საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი