"ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმის წინააღმდეგ მეტი სანქცია მოდის" | უილსონი გერმანიას მადლობას უხდის

გამოქვეყნდა:

რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი გერმანიის ხელისუფლების გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც ქართველ მაღალჩინოსნებს, რომლებიც "რეპრესიებზე არიან პასუხისმგებელნი" დამატებითი სავიზო შეზღუდვები დაუწესდებათ.

უილსონი გერმანიას გადადგმული ნაბიჯისთვის მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ "თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები წინსვლის ერთადერთ გზაა".

"ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმის წინააღმდეგ გერმანიის სანქციებისთვის მადლობელი ვარ. მეტი სანქცია მოდის. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები წინსვლის ერთადერთ გზაა!", - წერს უილსონი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ოფიციალურმა ბერლინმა ქართველი მაღალჩინოსნების მიმართ დამატებითი შეზღუდვები შემოიღო, რომლებიც მათ ქვეყანაში შესვლას ეხება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი