ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე გერმანიის ხელისუფლების გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც ქართველ მაღალჩინოსნებს, რომლებიც "რეპრესიებზე არიან პასუხისმგებელნი" დამატებითი სავიზო შეზღუდვები დაუწესდებათ.
ევროპარლამენტარი გერმანიას ამ გადაწყვეტილებას მიესალმება:
"ძალიან მისასალმებელია გერმანიის გადაწყვეტილება, დაუწესოს პერსონალური სანქციები ქართველ ჩინოსნებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ქვეყანაში დემოკრატიის ეროზიაზე. ვინაიდან ორბანი ბლოკავს ამ სანქციებს ევროკავშირის დონეზე, ყველა დანარჩენმა წევრმა სახელმწიფომ ეს სანქციები ინდივიდუალურად უნდა დააწესოს", - წერს იუკნევიჩიენე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ოფიციალურმა ბერლინმა ქართველი მაღალჩინოსნების მიმართ დამატებითი შეზღუდვები შემოიღო, რომლებიც მათ ქვეყანაში შესვლას ეხება.