ადვოკატის ცნობით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, გიორგი ჩიკვაიძე სასამართლო პროცესზე არ მიიყვანეს

გამოქვეყნდა:

ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძის ადვოკატის თემურ ადონიას ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის დღევანდელ სასამართლო პროცესზე გადაყვანა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ხერხდება. 

ადვოკატი აღნიშნავს, რომ ჩიკვაიძის მოთხოვნა იყო, რომ აუცილებლად დასწრებოდა მის სასამართლო პროცესს, თუნდაც ის გამოცხადებულიყო საკაცით, ეტლით, თუმცა საბადრაგო სამსახურის მხრიდან მისი ეტაპირება ვერ ხერხდება. 

"ჩემთვის ახლახან გახდა ცნობილი, რომ ვერ ხერხდება გიორგის ეტაპირება საბადრაგო სამსახურის მხრიდან, შესაბამისად, გიორგის მოთხოვნა იყო, რომ აუცილებლად დასწრებოდა მის სასამართლო პროცესს, თუნდაც ის გამოცხადებულიყო საკაცით, ეტლით, არ ჰქონდა მისთვის მნიშვნელობა. მისთვის უმთავრესია, მიიღოს მონაწილეობა ამ სხდომაზე. მან უნდა მიაწოდოს ინფორმაცია სასამართლოს, უნდა დაიკითხოს პროცესზე და შესაბამისად, ჩვენი მოთხოვნაა, რომ გიორგი გამოცხადდეს სასამართლო პროცესზე და მოხდეს მისი ეტაპირება. უკვე დღეს იმ ეტაპზე ვიყავით, როცა გიორგი მზად იყო, ჩვენება მიეცა სასამართლოსთვის. ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია, მოხდება მისი ჩართვა თუ არა და სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს," - განაცხადა ადვოკატმა "TV პირველთან". 

შეგახსენებთ, რომ ჩიკვაიძე სასამართლო დარბაზში 11 მარტს დააკავეს. მოსამართლე იზა კელენჯერიძემ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიება გირაო, პატიმრობით შეუცვალა. დაკავებიდან მეორე დღეს ჩიკვაიძემ შიმშილობა დაიწყო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი