POLITICO: Signal-ის ჩატის სკანდალის მერე, თეთრ სახლში უოლცის გათავისუფლებაზე სერიოზულად ფიქრობენ

გამოქვეყნდა:

POLITICO The Atlantic-ის მთავარი რედაქტორის Signal-ის ჩატში შემთხვევით დამატებასთან დაკავშირებით წერს, რომ თეთრ სახლში სერიოზულად განიხილავენ უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის, მაიკ უოლცის გათავისუფლებას.

როგორც POLITICO აღნიშნავს, მომხდარ სკანდალთან დაკავშირებით თეთრ სახლში ამბობენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მიიღეს და ეს უახლოეს 1-2 დღეში მოხდება. ამასთან, გამოცემის წყაროს ცნობით, გადაწყვეტილების მიღებისას ის "უხერხული ეპიზოდის" მედიაში გაშუქებასაც დააკვირდება.

წყარო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებზე ამ საკითხზე ინტენსიურად მსჯელობენ.

"მათი ნახევარი ამბობს, რომ ის ვერ გადარჩება ან არ უნდა გადარჩეს", - თქვა ანონიმურმა მაღალჩინოსანმა.

მისივე თქმით, თეთრი სახლის 2 მრჩეველი ფიქრობს, რომ უოლცი უნდა გადადგეს, რათა პრეზიდენტი "ცუდ სიტუაციაზე" არ ჩავარდეს.

შეგახსენებთ, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ The Atlantic-ის მთავარი რედაქტორი შემთხვევით იმ ჩატში დაამატა, სადაც იემენზე იერიშების შესახებ საიდუმლო დეტალებსა და სადაზვერვო ინფორმაციას განიხილავდნენ. აღნიშნული ჩატი Signal-ში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა უშიშროების საკითხებში, მაიკლ უოლცმა 15 მარტს შექმნა. ჩატში უმაღლესი დონის ოფიციალური პირები, მათ შორის თავდაცვის მდივანი, სადაზვერვო სააგენტოს უფროსი, ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდენტის მრჩეველი იყვნენ.

"აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ლიდერებმა ჯგუფურ ჩატში დამამატეს, რომელიც იემენში მომავალ სამხედრო დარტყმებს ეხებოდა. ეს რომ მართალი იყო, არ დავიჯერე... შემდეგ ბომბები ჩამოვარდა", - დაწერა ჯეფრი გოლდბერგმა მოგვიანებით გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით: "შემთხვევით, ტრამპის ადმინისტრაციამ საკუთარი საომარი გეგმები მომწერა".

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი