დღეს დემოკრატიული მომავლის რწმენა საკმარისია იმისთვის, რომ ციხეში ჩაგსვან; ის, რაც ხდება საქართველოში, მოსკოვის გეგმის ნაწილია, რომლის მიზანია შავი ზღვის რეგიონიდან ნატოს გაძევება | ზურაბიშვილი

გამოქვეყნდა:

ქვეყანაში არსებულ მძიმე პოლიტიკურ ვითარებაზე, პოლიტიკურ და ფინანსურ რეპრესიებზე, რომელსაც ოლიგარქის თვითგამოცხადებული ხელისუფლება საქართველოში აწარმოებს, პრეზიდენტი ზურაბიშვილი ლიეტუვის პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას საუბრობს:

"რუსული კოშმარი, რომელიც ჩვენ ვნახეთ, ბრუნდება 21-ე საუკუნეშიც. ჩვენი ერი დღეს რეპრესიების ქვეშაა. ჟურნალისტები, სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები, მიჰყავთ პოლიციაში და გაყალბებულ ბრალდებებს უყენებენ. ახლა, როდესაც აქ ვდგავარ ერთ- ერთ ცნობილი ხელოვანის სასამართლო მიმდინარეობს და მას შეიძლება 11 წელი მიუსაჯონ იმის გამო, რომ ის მშვიდობიანად აპროტესტებდა. ხელისუფლება იყენებს რუსულ ტაქტიკას, ისინი იარაღად იყენებენ პოლიციას, მართლმსაჯულებას მოქალაქეების წინააღმდეგ.

ცნობილი შემთხვევაა ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმე, სტუდენტებს ბრალს სდებენ, რომ მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში. ეს ადამიანები არ არიან კრიმინალები, ისინი არიან უბრალო მოქალაქეები, რომლებსაც სჯერათ თავისუფლების და მომავლის.

დემოკრატიული მომავლის რწმენა დღეს საკმარისია იმისთვის, რომ ციხეში ჩაგსვან." განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ქვეყანაში მიმდინარეობს ფინანსური რეპრესიებიც, მიიღეს ახალი დრაკონული კანონები და მშვიდობიანი აქციების მონაწილეებს მასობრივად აჯარიმებენ 5 000 ლარით, როდესაც საარსებო მინიმუმი ქვეყანაში დაახლოებით 200 ლარია - "სოლიდარობისთვის შექმნილი ფონდები გაყინეს და მკაცრად აკონტროლებენ აქტივისტების, პოლიტიკოსების ფინანსურ შესაძლებლობებს" - განმარტა ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილის თქმით, ის რაც საქართველოში ხდება ეს არის "დიდი სტრატეგიის ნაწილი, რომლის მიზანია შავი ზღვის რეგიონიდან ნატოს გაძევება და საფრთხის შექმნა ამბიციური პროექტებისთვის": 

"ის, რაც ხდება საქართველოში უფრო დიდი გეგმის ნაწილია, რომელიც ორკესტრირებულია მოსკოვის მიერ და რომლის მიზანია შავ ზღვაზე, კავკასიის რეგიონზე და ცენტრალურ აზიაზე კონტროლის დამყარება . რუსეთი სამხედრო წარმომადგენლობას ზრდის აფხაზეთში, აშენებს საზღვაო სამხედრო ბაზას, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს რუსეთის სამხედრო ძალას რეგიონში...

ჩვენი მცდელობა რომ შექმნათ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, ჩაშლილია და ამ პროექტში ჩინეთი ხდება წამყვანი. ამ ყველაფრის შედეგები, შეძლება შეუქცევადი გახდეს. ძლიერდება ირანის ინტერესებიც. მათ სურთ, რომ კავკასია მოწყვიტონ დასავლეთს. 

ევროპამ ახლავე უნდა იმოქმედოს, თუ ჩვენ დავუშვებთ, რომ საქართველო ხვალ რუსეთის ხელებში აღმოჩნდეს, ეს მხოლოდ ჩემი ქვეყნისთვის არ იქნება ტრაგედია, ეს იქნება სტრატეგიული კატასტროფა ევროპისთვის, ეს დაამტკიცებს იმას, რომ რუსეთს აღარ სჭირდება სამხედრო თავდასხმა და შეჭრა საკუთარი მიზნების მისაღწევად, არამედ ბევრად უფრო იაფად შეუძლიათ ჰიბრიდული ომი აწარმოონ, არჩევნებში ჩაერიონ, ეკონომიკურად მოახდინონ გავლენა და ასე მიაღწიონ საკუთარ მიზნებს. ის ახლა ამ ახალ მეთოდებს საქართველოში ცდის, როგორც ეს გააკეთა 2008 წელს, როდესაც სამხედრო აგრესიის გზას ცდიდა" - ამბობს სალომე ზურაბიშვილი. [სინქრონული თარგმანი "ფორმულა"]

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი