ოლიგარქის მოსამართლემ ირაკლი შვანგირაძემ რეჟიმის პატიმარი რეზო კიკნაძე სასამართლო დარბაზიდან გააძევა. კიკნაძემ სასამართლო დარბაზში გააპროტესტა ის ფაქტი, რომ პატიმრების ოჯახების წევრებს პროცესებზე დასწრების უფლება არ ეძლევათ და შვანგირაძეს მიმართა, რომ "ცირკში მონაწილეობის" სურვილი არ ჰქონდა. ამ ფრაზამ მოსამართლე გააღიზიანა და კიკნაძეს "შეურაცხყოფისგან" თავის შეკავებისკენ რამდენჯერმე მოუწოდა, პასუხად კი კიკნაძემ დარბაზში განაცხადა:
"თუ ჩემ მშობლებს და დანარჩენი ბრალდებულების ახლობლებს არ დაასწრებთ სასამართლოზე, მე ამ ცირკში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ. მინდა, რომ დავტოვო მაშინ დარბაზი...
ერთ რაღაცას დავამატებდი, სამი დღის წინ , ანწუხელიძის მკვლელი სეპარატისტი მოკლეს. ის სეპარატისტი ოსი, რომელთანაც ბოდიშის მოხდას თქვენი ბელადი გავალებდათ და უნდა იცოდეთ რომ ყველა მოღალატის ბოლო არის ეს და მშვიდად ნუ დაიძინებთ ხოლმე ღამე. საინტერესოა, მოასწარით თუ არა ბოდიშის მოხდა ამ სეპარატისტი ოსისთვის. გთხოვთ ახლა დამატოვებინო დარბაზი, რადგან ამ ცირკში მონაწილეობის მიღება არ მინდა ...
თავი რანაირად შევიკავო დედ-მამის ნახვის უფლებას არ მაძლევთ, ეგეთი შეუგნებელი მონა როგორ უნდა იყო...მონა ხარ ბიჭო, მონა..." მიმართა ოლიგარქის მოსამართლეს კიკნაძემ, რასაც პასუხად დარბაზიდან მისი ძალით გაყვანა მოყვა, რა დროსაც კიკნაძემ საქართველოს ჰიმნი იმღერა.
რეჟიმის პატიმრების პროცესის გახსნის შუამდგომლობა, ოლიგარქის სასამართლომ არ დააკმაყოფილა