ოლიგარქიული რეჟიმის ტყვემ, მსახიობმა ანდრო ჭიჭინაძემ მოსამართლე შვანგირაძეს დღევანდელ პროცესზე სთხოვა ახსნას, რატომ არ განიხილავს სასამართლო პროცესის გახსნას:
"თეორიული შესაძლებლობა ხომ გაქვთ ის გადაწყვეტილება შეცვალოთ, რაც მანამდე მიიღეთ. სავარაუდოდ გაქვთ. მაშინ, თუ არ განიხილავთ, მე მინდა გთხოვოთ რომ, ეგ მაინც გვიხსნათ, რატომ არ განიხილავთ. იმ პირობებში, როცა ახალი გარემოებებია, თორნიკემ [ადვოკატი] წარადგინა მაგალითად ადამიანების სია, რომლებიც თავის საქციელზე პასუხისმგებლები არიან და როგორც მინიმუმ, სავარაუდოდ, თქვენ რა საშიშროებასაც ხედავთ , იმ საშიშროების პრევენცია მოხდება. მე მინდა გთხოვოთ, რომ უბრალოდ ახსნათ რატომ არც კი განიხილეთ." მიმართა ჭიჭინაძემ მოსამართლეს.
რეჟიმის პატიმრების პროცესის გახსნის შუამდგომლობა, ოლიგარქის სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
ბრალდებულების ადვოკატებმა შუამდგომლობა დააყენეს, რომ სასამართლო სხდომა სრულად გახსნილიყო და ბრალდებულთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს სხდომაზე დასწრების საშუალება მისცემოდათ, ამასთან, შუამდგომლობას დანართად 130 ხელმოწერაც დაურთეს, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ გაიზიარა.