"თავდაცვის სამინისტროში დღეს რეორგანიზაციის მეორე ეტაპის შედეგად, დარჩენილი ხელმომწერი საჯარო მოხელეები გათავისუფლდნენ" | მაკუნა კევლიშვილი

გამოქვეყნდა:

თავდაცვის სამინისტროდან გათავისუფლებული მაკუნა კევლიშვილი წერს, რომ თავდაცვის სამინისტროში დღეს რეორგანიზაციის მეორე ეტაპის შედეგად, დარჩენილი ხელმომწერი საჯარო მოხელეები გაათავისუფლეს.

"თავდაცვის სამინისტროში დღეს რეორგანიზაციის მეორე ეტაპის შედეგად, დარჩენილი ხელმომწერი საჯარო მოხელეები გათავისუფლდნენ. საგულისხმოა, რომ უმრავლესობას კვლავ სწორედ ისინი წარმოადგენენ, ვინც განათლება სხვადასხვა ქვეყნის დაფინანსებით დასავლეთში მიიღო. 

არ გეჩვენებათ მეგობრებო, დიახ, სწორედ ჩვენი ქვეყნის ცივილიზაციურ არჩევანს ებრძვიან ამით. ის ხალხი, რომელიც წესით დასავლური ღირებულებებისა და ჯანსაღი იდეების გამტარი უნდა იყოს, უწყებას უბრალოდ აღარ დარჩა!

როგორც უკვე სტრესრეზისტენტული და უკვე გამოცდილი ამ ამბავში, მხოლოდ ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რუსო კინწურაშვილი, ნინუცა შანშაშვილი,  არაფერია იმ მორალურ უპირატესობაზე უფრო სასიამოვნო, რომელსაც ამის მერე შვებით იგრძნობთ, როდესაც ამ ქვეყანაში ჩვენი კუთვნილი ჰაერის დამსახურებულად ჩასუნთქვა შეგვიძლია, ეს კიდევ უფრო ცხადი გახდება, როცა გაიაზრებთ, რომ იმ სიბინძურის ნაწილი აღარ ხართ, რაც წლების მანძილზე გვახრჩობდა - უმოქმედობით, დისფუნქციური სისტემებით, არაფრისმთქმელი გადაწყვეტილებებით..." - წერს ის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი