აშშ-რუსეთის მოლაპარაკებები საუდის არაბეთში | თეთრი სახლი შეთანხმებებზე ინფორმაციას ავრცელებს

გამოქვეყნდა:

აშშ და რუსეთი შეთანხმდნენ შავ ზღვაში უსაფრთხო გადაზიდვებზე - აცხადებს თეთრი სახლი საუდის არაბეთში, ქვეყნებს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ.

„აშშ და რუსეთი შეთანხმდნენ, რომ უზრუნველყონ ნავიგაციის უსაფრთხოება, გამორიცხონ ძალის გამოყენება და აღკვეთონ კომერციული გემების სამხედრო მიზნებისთვის გამოყენება შავ ზღვაში“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამავე ინფორმაციით, აშშ და რუსეთი შეთანხმდნენ ზომებზე, რომლებიც კრძალავს თავდასხმებს რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე.

"აშშ და რუსეთი გააგრძელებენ მუშაობას გრძელვადიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად. შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპერატიულობა, შეწყვიტოს მკვლელობები რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის ორივე მხარეს, როგორც აუცილებელი ნაბიჯი გრძელვადიანი მშვიდობიანი მოგვარების მისაღწევად...", - ნათქვამია განცხადებაში.

ამავე ცნობით, ვაშინგტონი დაეხმარება რუსეთის წვდომის აღდგენას მსოფლიო ბაზრებზე სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და სასუქების ექსპორტისთვის. 

შეგახსენებთ, საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ - რიადში რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები 24 მარტს გაიმართა.

შეხვედრასთან დაკავშირებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ კრემლი "მკაფიო გარანტიებს" ითხოვს. ცნობილია, რომ კრემლი მოლაპარაკებების შედეგებს არ გამოაქვეყნებს.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი