"31 მარტს, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიის ესოდენ მნიშვნელოვანი დღე, ყველანი ერთად შევხვდებით. შევხვდებით და აღვნიშნავთ იმ დღეს, როცა ჩვენ სამუდამოდ უარი ვუთხარით ოკუპაციას, უარი ვუთხარით საბჭოთა დროს და კი ვუთხარით დამოუკიდებლობას, თავისუფლებას და ჩვენს ევროპულ მომავალს."
- ამბობს ვიდეომიმართვაში პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. 31 მარტს თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართება.