გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა თანამდებობიდან ოფიციალურად გაათავისუფლა კანცლერი ოლაფ შოლცი და მისი მთავრობა.
ცერემონია სამშაბათს, 25 მარტს, ახალი ბუნდესტაგის პირველი სესიის დღეს გაიმართა.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანონის მიხედვით, შოლცი და მისი მინისტრები ახალი მთავრობის ფორმირებამდე მოვალეობის შესრულებას გააგრძელებენ.
გერმანიის მომავალი კანცლერი, ფრიდრიხ მერცი მთავრობის დაკომპლექტებას 20 აპრილამდე გეგმავს.
შეგახსენებთ, გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები თებერვლის ბოლოს გაიმართა, რომელშიც ფრიდრიხ მერცის კონსერვატიულმა ალიანსმა გაიმარჯვა.
ვადამდელი არჩევნები სამმხრივი კოალიციის დაშლამ გამოიწვია, რომელსაც ოლაფ შოლცის მემარცხენე ცენტრისტული პარტია ხელმძღვანელობდა.
იხილეთ: