სალომე ზურაბიშვილი ლატვიის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩს ხვდება

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლატვიის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩს ხვდება. როგორც  ზურაბიშვილი X-ზე წერს, ლატვიის პრეზიდენტმა "კიდევ ერთხელ დაადასტურა ლატვიის ურყევი მხარდაჭერა საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ. მადლობა საქართველოს გვერდში დგომისთვის ამ გზაზე!"

ზურაბიშვილი ბალტიის რეგიონში ვიზიტს განაგრძობს. პრესსამსახურის ცნობით, უმაღლესი დონის შეხვედრები გაიმართება ლატვიის სეიმის სპიკერთან, სეიმის თავმჯდომარის მოადგილესთან და საგარეო კომიტეტის წევრებთან.  
 
პრეზიდენტი ლატვიაში ვიზიტს ანალიტიკური ცენტრის წარმომადგენლებთან შეხვედრით დაასრულებს, სადაც ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობისა და არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრებს. 

დაგეგმილია ასევე ინტერვიუები საერთაშორისო მედიის წარმადგენლებთან.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი