სომხეთის პარლამენტმა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ კანონპროექტი მეორე და საბოლოო მოსმენით დაამტკიცა. სომხეთის ეროვნულმა ასამბლეამ კანონპროექტი პირველი მოსმენით გასულ თვეში მიიღო.
მედიის ინფორმაციით, კანონპროექტს მხარი 64-მა დეპუტატმა დაუჭირა, 7 -მა ხმა მის წინააღმდეგ მისცა
სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონპროექტი ქვეყნის მთავრობამ 2024 წლის 9 იანვარს დაამტკიცა, რის შემდეგაც დოკუმენტი პარლამენტს გადაეგზავნა.