ფაშინიანმა და რუბიომ როგორც სტრატეგიულმა პარტნიორებმა, სატელეფონო საუბრისას საერთო ინტერესები განიხილეს| სახ.დეპი

გამოქვეყნდა:

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სამშაბათს სატელეფონო საუბრისას განიხილეს საერთო ინტერესები, როგორც სტრატეგიულმა პარტნიორებმა - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

დეპარტამენტი მიესალმება აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ შეთანხმებას:

”სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განიხილეს საერთო ინტერესები, როგორც სტრატეგიული პარტნიორებმა. მდივანი და პრემიერმინისტრი შეთანხმდნენ, რომ სამხრეთ კავკასიაში ნებისმიერი ფორმის ესკალაცია მიუღებელია“, - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა.

მათივე ცნობით, ფაშინიანი და რუბიო ასევე შეთანხმდნენ სომხეთ-აშშ-ის მაღალი დონის კავშირების გაგრძელებაზე.

შეგახსენებთ, 2025 წლის 14 იანვარს აშშ-მა და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტი გააფორმეს და სტრატეგიული პარტნიორობის კომისია შექმნეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი