ოლიგარქის "საგამოძიებო კომისიამ" 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, შესაძლოა საქართველოს მესამე პრეზიდენტიც დაიბაროს. განცხადება თავმჯდომარე წულუკიანმა, გრიგოლ ვაშაძის გამოკითხვისას გააკეთა:
"სააკაშვილს თავში რა მოუვიდა ამაზე თქვენ ცეცხლზე ხელს ნუ დასდებთ ...იმაზე ნუ დაიფიცებთ, სააკაშვილს თავში ეს არ მოსვლია. მას რომ მოვიწვევთ, და თუ მოვიწვევთ და იმედია მოვიწვევთ, მობრძანდება, მას ვკითხვათ" უპასუხა წულუკიანმა ვაშაძეს განცხადებაზე, რომ "პრეზიდენტიდან დაწყებული ატაშემდე დამთავრებული, თავში არავის მოსვლია ეს იდიოტური აზრი - ჩვენი სუვერენიტეტის ნაწილი ვინმესთვის დაგვეთმო".
თუმცა, როგორ და რა ფორმით "მოიწვევენ" მესამე პრეზიდენტს კომისიაზე, წულუკიანს ეს აღარ დაუკონკრეტებია.