გამოცემა "მოზაიკას" ინფორმაციით, დღეს გატაცებული ერთ-ერთი მოქალაქე ლაშა ხეთერელია. ხეთერელი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ბოლო რამდენიმე წელში, უკვე მეათედ დააკავეს.
ის უკანონო პატიმრობიდან გასული წლის 13 სექტემბერს გათავისუფლდა.
ერგნეთისა და სვირის მიმდებარე ტერიტორიებიდან დღეს საქართველოს ორი მოქალაქე გაიტაცეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, საქართველოს ორი მოქალაქე რუსმა ოკუპანტებმა ერგნეთისა და ოკუპირებული ცხინვალის რაიონის სოფელ სვერის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს.