ოლიგარქის მთავრობა ყველაზე ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს $10 000-ით დაეხმარება | კობახიძის განკარგულება

გამოქვეყნდა:

ოლიგარქის მთავრობა საგარეო უწყებას ნებას რთავს, რომ 10 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით დაეხმაროს  ყველაზე ნაკლებად განვითარებული ქვეყნებისა და მცირე კუნძულოვანი განვითარებადი სახელმწიფოების წარმომადგენლებს, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მუშაობაში მიიღონ მონაწილეობა. ოცნების საგარეო სამინისტრომ აღნიშნული თანხა ნებაყოფლობით ფონდში უნდა შეიტანოს. 21 მარტს გამოცემულ განკარგულებას ხელს ოლიგარქის პრემიერი ირაკლი კობახიძე აწერს.

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო (UNHRC) არის გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, რომლის მისიაა ხელი შეუწყოს და დაიცვას ადამიანის უფლებები მთელ მსოფლიოში.

ყველაზე ნაკლებად განვითარებული ქვეყნებისა და მცირე კუნძულოვანი განვითარებადი სახელმწიფოების ჯგუფში 44 ქვეყანაა: ავღანეთი, გვინეა, რუანდა, ანგოლა, გვინეა-ბისაუ, სენეგალი, ბანგლადეში, ჰაიტი, სიერა ლეონე, ბენინი, კირიბატი, სოლომონის კუნძულები, ბურკინა-ფასო, ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა, სომალი, ბურუნდი, ლესოტო, სამხრეთ სუდანი, კამბოჯა, ლიბერია, სუდანი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, მადაგასკარი, ტიმორ-ლესტე, ჩადი, მალავი, ტოგო, კომორის კუნძულები, მალი, ტუვალუ, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, მავრიტანია, ტანზანიის გაერთიანებული რესპუბლიკა, ჯიბუტი, მოზამბიკი, უგანდა, ერიტრეა, მიანმარი, იემენი, ეთიოპია, ნეპალი, ზამბია, გამბია, ნიგერი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი