სტამბოლის საკრებულომ მერად ისევ ოპოზიციონერი აირჩია | იმამოღლუს ნური ასლანი შეცვლის

გამოქვეყნდა:

სტამბოლის მერის ექრემ იმამოღლუს დაკავებისა და თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, სტამბოლის საქალაქო საკრებულომ მერის მოვალეობის ახალი შემსრულებელი აირჩია.

ოპოზიციური რესპუბლიკური სახალხო პარტიის (CHP) წევრმა და მერის მოქმედმა მოადგილემ ნური ასლანმა 177 ხმით გაიმარჯვა. მისმა კონკურენტმა, ზეინელ აბიდინ ოკულმა მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიიდან (AKP) 125 ხმა მიიღო. შედეგი CHP-ს საშუალებას აძლევს იმამოღლუს დაკავების მიუხედავად მუნიციპალიტეტზე კონტროლი შეინარჩუნოს.

ექრემ იმამოღლუ 19 მარტს დააკავეს კორუფციისა და ტერორიზმის დახმარების ბრალდებებით, თუმცა 23 მარტს წინასწარი პატიმრობა მხოლოდ კორუფციის ბრალდების გამო მიუსაჯეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი უფლებამოსილება შეუჩერა. ვინაიდან დაკავება ტერორიზმის ბრალდებას არ ეფუძნებოდა, მისი შემცვლელი შეირჩა საკრებულოს კენჭისყრით და არა მთავრობის პირდაპირი დანიშვნის გზით.

იმამოღლუს დაკავებამ მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო გამოსვლები და პოლიტიკური გამოხმაურების ტალღა გამოიწვია. CHP-მ დაკავება პოლიტიკურად მოტივირებულად შეაფასა და მისი დაკავების შემდეგ ყოველდღიურ აქციებს მართავდს სტამბოლის სარაჩჰანეს რაიონში.

რესპუბლიკური სახალხო პარტიის თავმჯდომარის ოზგურ ოზელის განცხადებით პროტესტი კვლავ გაგრძელდება. ოზელმა მასშტაბური აქცია შაბათს, მალტეპეში დაანონსა, სადაც მისი თქმით, მოხდება საპრეზიდენტო კანდიდატად ექრემ იმამოღლუს წარდგენა და მოითხოვენ მის გათავისუფლებას. მანამდე პარტიის წარმომადგენლები გამართავენ შეხვედრებს როგორც ანკარაში, და სხვა ქალაქებში, როგორც პარტიის წევრებთან ასევე შრომით ორგანიზაციებთან.

როგორც ექრემ იმამოღლუს თანამებრძოლებმა, ჩვენ დროებით მივიღეთ მისთვის გამოცხადებული ნდობა, ჩვენი დედაქალაქის მერი, რომელიც არჩეულია სტამბოლის ხმებით, დაბრუნდება რაც შეიძლება მალე და ჩვენ დავიცავთ მის მემკვიდრეობას. ამ ნდობას დავუბრუნებთ მის მფლობელს. - განაცხადა სტამბოლის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ნური ასლანმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი