ტრამპმა აშშ-ში იმპორტირებულ ავტომობილებსა და ავტომობილების ნაწილებზე 25%-იანი ტარიფების დაწესება გამოაცხადა

გამოქვეყნდა:

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეერთებულ შტატებში იმპორტირებულ ავტომობილებსა და ავტომობილების ნაწილებზე 25%-იანი ტარიფების დაწესება გამოაცხადა.

როგორც ტრამპმა აღნიშნა, ტარიფები ძალაში 2 აპრილს შევა, ხოლო მანქანების იმპორტიორი ბიზნესებისთვის გადასახადების გადახდა უკვე მეორე დღიდან დაიწყება. ავტომობილების ნაწილების გადასახადების დაფარვა მაისში ან მოგვიანებით დაიწყება.

ტრამპის თქმით, ეს ღონისძიება გამოიწვევს ავტომობილების ინდუსტრიის "უზარმაზარ ზრდას", სამუშაო ადგილების მატებას და ქვეყანაში ინვესტიციებს.

მაგრამ, ამერიკელი ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ეს ნაბიჯი, სავარაუდოდ, შეერთებულ შტატებში მანქანების მნიშვნელოვანი წარმოების დროებით შეჩერებას, ფასების გაზრდასა და მოკავშირეებთან ურთიერთობების დაძაბვას გამოიწვევს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი