თურქეთის ჩრდილო-დასავლეთში, დახურულ სათხილამურო კურორტზე, სასტუმროში გაჩენილ ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ბურსას პროვინციაში მდებარე სასტუმროში ცეცხლი ადგილობრივი დროით დილის 5:30 საათზე გაჩნდა, რა დროსაც სასტუმროში 12 ადამიანი იმყოფებოდა. აღსანიშნავია, რომ სასტუმრო იანვარში დაიხურა ტურისტული ბიზნესის სერთიფიკატის არქონის გამო, შესაბამისად ხანძრისას იქ დამსვენებლები არ იყვნენ.
ადგილზე სახანძრო და სამაშველო სამსახურების ბრიგადები იყო მობილიზებული.