
თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, "ქართული ოცნების" 8-წლიანი მმართველობისას ქვეყანაში ყველა დარგი განვითარდა და, ამასთან, სწორედ "ოცნებაა" ის ძალა, რომელიც "ღირსეულად უპასუხებს ქვეყანაში არსებულ ყველა გამოწვევას".
ბოლო წლების განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით, შეიძლება ითქვას, ყველა მიმართულებით - განათლება, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, ეკონომიკა, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა. არ დარჩენილა დარგი, სადაც წინგადადგმული ნაბიჯები არ გვაქვს, - ამბობს კახა კალაძე.
თბილისის მერმა ეპიდვითრაებაზეც ისაუბრა და მოსახლეობას მედიკოსების რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდა.
როგორც მთელი მსოფლიო, ჩვენც ვებრძვით ამ უხილავ ვირუსს. დარწმუნებული ვარ, აქაც ერთიანი ძალისხმევით, თავდაუზოგავი შრომით შევძლევთ გამარჯვებას. მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ყველა ის მოთხოვნა, რასაც დარგის სპეციალისტები გვეუბნებიან, - თქვა კალაძემ.
კახა კალაძემ მმართველი გუნდის წარმატებებსა და ქვეყნის კოვიდვითარებაზე გურჯაანის, დედოსფლისწყაროს, სიღნარისა და საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, დავით სონღულაშვილის წარდგენის ღონისძიებაზე ილაპარაკა.