2025 წლის განმავლობაში ქართულმა ოცნებამ 2 მილიონი ლარის პოლიტიკური შემოწირულება მიიღო, რაც მთლიანად ქვეყანაში გაცემული პოლიტიკური შემოწირულობების 90%-ია.
შემომწირველთა შორისაა თბილისის მერი კახა კალაძე (12 000 ლარი), ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი თამაზ თამაზაშვილი (10 000 ლარი), ქართუ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ნატო ხაინდრავა (60 000 ლარი), "ქართუ ბანკის" სხვა ხელმძღვანელი პირები - გივი ლებანიძე, ზურაბ გოგუა, ბექა კვარაცხელია, გოჩა ჩიკვილაძე. ალკოჰოლური სასმელების ჯგუფის, "ბოლეროს" დირექტორი ირაკლი ბექაური, RMG Copper-ის ყოფილი დირექტორი დავით ბალანჩივაძე, "მანგანუმ ლოჯისტიკის" დირექტორი ევგენი ჯიხვაძე, "მნ თრეიდინგის" ფინანსური დირექტორი ილია ფრიდონაშვილი, კომპანია "ტორნადო+"-ის დირექტორი გიორგი ბებია, აღნიშნულ კომპანიაში 40%-ის წილს ალექსანდრე ივანიშვილი ფლობს, ამავე კომპანიის მიერ დაფუძნებული კიდევ ერთი კომპანიის "ჯი ემ თი ჯგუფის" დირექტორმა გოგი კახიძე. კომპანია იბეროილის მეწილეები სიმონ გეგელაშვილი, გოჩა ჩოკოშვილი, ირაკლი პეტრიაშვილი, დავით ალიბეგაშვილი.