მამუკა ხაზარაძემ სასამართლო დატოვა, სადაც ის ოლიგარქის პარლამენტის ე.წ საგამოძიებო კომისიის საკითხზე გამოკითხეს

გამოქვეყნდა:

კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ სასამართლო დატოვა, სადაც ის მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვაზე იმყოფებოდა. ხაზარაძის განცხადებით, დამაზუსტებელი კითხვები იყო იმასთან დაკავშირებით თუ რატომ არ მივიდა ოლიგარქის პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე. მისი თქმით, მოლოდინი აქვს, რომ სასამართლოზე გამოკითხვაზე კიდევ დაიბარებენ.

"დამაზუსტებელი კითხვები იყო, არაფერი მნიშვნელოვანი, ჩვეულებრივი პროცედურა ჩატარდა, ველოდებით შემდგომ გამოძახებას.მთავარი კითხვა არის, რატომ არ მივედი ე.წ. პარლამენტში შექმნილ კომისიაზე, რომელსაც ვუწოდე ცირკი, შაპიტო და ბიძინას შოუ, რაზედაც ვუპასუხე, რომ მე, როგორც პოლიტიკური პარტიის ლიდერი, რომელსაც 10 ათასობით ადამიანმა მისცა მანდატი, თუმცა, გადავწყვიტეთ, რომ დაგვეტოვებინა მანდატი, რადგან არ ვაღიარებთ ე.წ. პარლამენტს, წამოღებული მქონდა საბუთები, საერთაშორისო გადაწყვეტილებები, რომლებიც მინდოდა მოსამართლისთვის გამეცნო, რათა დართულიყო საქმეში, მაგრამ ამის საშუალება მოსამართლემ არ მომცა.თუმცა, მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ბიძინა ივანიშვილმა 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები რუსული მეთოდით გააყალბა, რუსეთის სპეცსამსახურების მონაწილეობით, რუსები იყვნენ აქ ობიექტებზე ჩამოსული და ისინი მართავდნენ ამ სიტუაციას“, - განაცხადა ხაზარაძემ.

პროკურატურამ გამოძიება ხაზარაძის წინააღმდეგ 26 მარტს დაიწყო. მას ოლიგარქის პარლამენტის ე.წ საგამოძიებო კომისიაზე არმისვლას ედავებიან.  აღნიშნული კომისია  ოლიგარქის პარლამენტმა  “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შესწავლისთვის შექმნა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი