აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა, სადაც MEGOBARI აქტი უნდა განიხილონ, დაიწყო. სხდომა დახურულია და პირდაპირი ტრანსლაცია არ მიმდინარეობს. შეხვედრაზე უნდა გადაწყდეს დოკუმენტის სხვა კომიტეტებისთვის გადაცემა.
MEGOBARI აქტის ინიციატორია 20 სენატორი - 10 რესპუბლიკური, ხოლო 10 დემოკრატიული პარტიიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ დოკუმენტს ორპარტიული მხარდაჭერა ექნება.
შეგახსენებთ, MEGOBARI აქტი ქართველი ხალხის მხარდაჭერასთან ერთად ოცნების ხელისუფლებისთვის სავიზო და ფინანსური სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.