უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მებრძოლებმა ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს.
უკრაინის დაზვერვის ცნობით, იერიში დრონებით, რამდენიმე რუსულ სამხედრო სისტემაზე მიიტანეს. დაზვერვა ვიდეომასალასაც აქვეყნებს, სადაც ჩანს ზუსტი დარტყმა მტრის სარადარო სადგურებზე. განადგურებულია ძვირადღირებული აღჭურვილობა.