ყირგიზეთ-ყაზახეთის საზღვარზე 5.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

გამოქვეყნდა:

ყირგიზეთის და ყაზახეთის საზღვარზე 5.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ყირგიზეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება. ბიძგები ადგილობრივი დროით 04:42  საათზე, ბიშკეკიდან სამხრეთ-დასავლეთით 133 კმ-ზე დაფიქსირდა. ბიძგების წყარო 17 კმ სიღრმეზე მდებარეობდა.

მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი