ოლიგარქის პარტიაში არ გამორიცხავენ, რომ ე.წ საგამოძიებო კომისიაში გიორგი გახარიაც დაიბარონ

გამოქვეყნდა:

ოლიგარქის პარლამენტის წევრი არჩილ გორდულაძე მიიჩნევს, რომ საჭიროა ე.წ საგამოძიებო კომისიის მანდატის გაფართოება რათა შესწავლილი იყოს 2012 წლის შემდგომი პროცესებიც. ივანიშვილის პარტიის წევრი არჩილ გორდულაძე პარტია "საქართველოსთვის" ლიდერს, "ოცნების" ყოფილ პრემიერს  გიორგი გახარიას "მოღალატე" უწოდა და ნიკა მელიას დაკავების საკითხი გაიხსენა. "ოცნებაში" არ გამორიცხავენ, რომ ე.წ საგამოძიებო კომისიაზე გიორგი გახარიაც დაიბარონ.

"ე.წ. ოპოზიციაში ყოფნის გამო კი არ არის გახარია მოღალატე. აი, ვითომ ალამუთის ციხეში გამაგრებული, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, დამნაშავე ნიკანორ მელიას დასაცავად, რომ უღალატა ქვეყანას, ამიტომ არის ეს ადამიანი მოღალატე. მათ შორის, არ უნდა დაგვავიწყდეს, რა გააკეთა მან ჩორჩანაში და როგორ გააჩინა რისკი იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში ესკალაცია მომხდარიყო. გიორგი გახარია და მისი ე.წ. პარტიის წევრები არიან ჩვეულებრივი მოღალატეები. ყველა საკითხი, რომელიც იქნება კომისიისთვის საინტერესო, იქნება განხილული," - განაცხადა არჩილ გორდულაძემ. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი