წულუკიანის მიმართვის საფუძველზე, პროკურატურამ ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

გამოქვეყნდა:

ე.წ საგამოძიებო კომისიის გამოკითხვაზე ირაკლი ოქრუაშვილის გამოუცხადებლობის გამო, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. ოქრუაშვილის საქმე პროკურატურას წულუკიანმა 27 მარტს გადაუგზავნა. ინფორმაცია გაბიტაშვილის უწყებაში "მთავარი არხის" ვებგვერდს დაუდასტურეს.

შეგახსენებთ,  პროკურატურამ  26 მარტს გამოძიება დაიწყო "ძლიერი საქართველოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგაც. მას არალეგიტიმურ პარლამენტში შექმნილი ე.წ. საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არმისვლას ედავებიან.

მუხლი ერთი წლით პატიმრობას ან ჯარიმას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი