მიანმარში მიწისძვრის შედეგად მეჩეთის ჩამონგრევას 3 ადამიანი ემსხვერპლა | არსებობს მოლოდინი, რომ მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა გაიზრდება

გამოქვეყნდა:

7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად მიანმარის ქალაქ ტაუნგუში სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ავრცელებს. 

თვითმხილველებმა გამოცემას განუცხადეს, რომ მსხვერპლი ტაუნგუში მეჩეთის ნაწილობრივ ჩამონგრევას მოჰყვა. 

ამასთან ტაილანდის გადაუდებელი მედიცინის ცენტრის ინფორმაციით, სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და ათობით მუშა გადაარჩინეს ბანგკოკში მშენებარე შენობის ჩამონგრევის შემდეგ. 

ადგილობრივი მედიის ცნობით, აუნგ ბანში სასტუმროს ჩამონგრევას სულ მცირე ორი ადამიანი ემსხვერპლა და 20 დაშავდა.

არსებობს მოლოდინი, რომ მსხვერპლის რაოდენობა გაიზრდება, რადგან არსებული ინფორმაციით ნანგრევებში ათეულობით ადამიანია მოყოლილი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი