მიანმარის სამხედრო ლიდერის თქმით, მიწისძვრას 144 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა - 732

გამოქვეყნდა:

144 დაღუპული და 732 დაშავებული - მიანმარის სამხედრო ლიდერი მინ აუნ ჰლაინი, ქვეყანაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგებს აქვეყნებს. მისი თქმით, მოსალოდნელია რომ ეს რიცხვები კიდევ გაიზრდება.

მიანმარში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის (USGS) ცნობით, მიწისძვრა 10 კმ სიღრმეზე იყო და მას ძლიერი ბიძგები მოჰყვა. ეპიცენტრი ქალაქ  მანდალაიდან  დაახლოებით 17.2 კილომეტრში დაფიქსირდა, სადაც დაახლოებით 1.5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

მიწისძვრას ნგრევაც მოჰყვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი