ელენე ხოშტარია და კიდევ ორი ახალგაზრდა გოგო ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები. როგორც "მთავარი არხის" ვებგვერდს შსს-ს განუცხადეს, ისინი 173-ე, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით არიან დაკავებულები.
სხვა დაკავებულების შესახებ შსს ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებს.
შეგახსენებთ, პარლამენტის უკანა შესასვლელთან მოქალაქეებმა დღეს შეკრება 16 საათიდან დაიწყეს. მათი პროტესტის მიზეზი ის "საგამოძიებო კომისიაა", რომელიც ოლიგარქის არალეგიტიმურმა პარლამენტმა შექმნა და თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით, ბოლო ორი დღეა 2008 წლის აგვისტოს ომს "იძიებს". საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებების მიუხედავად, რომლებმაც ომში დამნაშავედ რუსეთი დაასახელეს, პრორუსი ოლიგარქის რეჟიმი ქართველ გენერლებს კომისიაზე იბარებს და ტუქსავს. უწყვეტი საპროტესტო აქციების მონაწილეები და სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ "ოცნება" რუსეთის დაკვეთას ასრულებს და კრემლის ინტერესების შესაბამისად, ქართველ სამხედროებს, ქვეყნის დაცვისთვის ასამართლებს.