მიანმარში, ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 000-ს გადასცდა

გამოქვეყნდა:

მიანმარში, ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 000-ს გადასცდა.

ამ დროის მონაცემებით, დაშავებულია 2 300-ზე მეტი ადამიანი.

დაღუპულთა დიდი ნაწილი სიდიდით მეორე ქალაქ მანდალაიშია, რომელიც მიწისძვრის ეპიცენტრთან ახლოსაა. სამაშველო სამუშაოები კვლავ გრძელდება.

მიანმარში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა გუშინ, 28 მარტს მოხდა. შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის (USGS) ცნობით, მიწისძვრა 10 კმ სიღრმეზე იყო და მას ძლიერი ბიძგები მოჰყვა. ეპიცენტრი ქალაქ მანდალაიდან დაახლოებით 17.2 კილომეტრში დაფიქსირდა, სადაც დაახლოებით 1.5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი