დმანისიდან თბილისისკენ 100-კილომეტრიანი მარში დაიძრა.
მარშის მონაწილეები 31 მარტს, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ მასშტაბურ აქციას შეუერთდებიან.
"100 კილომეტრს ფეხით გავივლით და 31 მარტს რუსთაველზე შემოვალთ დამოუკიდებლობის დასაცავად!
მტკიცე და ამაყი ნაბიჯებით ვივლით ეს სამი დღე ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის!
კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ ჩვენს ძალას ამ არაძალადობრივი გზით.
ვაჩვენებთ, რომ არ გავჩერდებით, ვაჩვენებთ, რომ არ დავღლილვართ, რომ უწყვეტი პროტესტის 122-ე დღესაც შეგვიძლია 100 კილომეტრი ფეხით გავიაროთ თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, სამართლიანობისთვის!
100 კილომეტრის მანძილზე გავივლით 4 ქალაქს, 20-მდე სოფელს და ყველა სახლთან, ყველა ჭიშკართან შევძახებთ - საქართველო ადექი, აჯანყდი უსამართლობის წინააღმდეგ!
შემოუერთდი ჩვენს მარშს ბოლნისო, მარნეულო, თეთრიწყაროვ, წალკავ, გარდაბანო, რუსთავო! კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ჩვენი ერთობის ძალა!
ერთად მოვითხოვოთ სინდისის პატიმრების გათავისუფლება! ახალი, სამართლიანი არჩევნები! ახალი, ჰუმანური და დემოკრატიული სახელმწიფო!" - ნათქვამია მიმართვაში.