"ელენე ხოშტარიას მიმართ ჩადენილი დანაშაული არა მხოლოდ ერთი ადამიანის წინააღმდეგ მიმართული სისასტიკეა, არამედ რეჟიმის სისტემური ბოროტება, რომელიც ებრძვის ყველას, ვინც თავისუფლებას იცავს.
ეს არის ივანიშვილის რეჟიმის ხელწერა – ძალადობა და რეპრესიები ყველა პატრიოტი ადამიანის დასაშინებლად. პოლიცია, რომელიც ხალხის დაცვას უნდა ემსახურებოდეს, გადაიქცა რეჟიმის სასჯელის იარაღად.
ჩემი სრული სოლიდარობა ელენეს!
ფაქტია, რომ რეჟიმს უჭირს!
ჩვენ კი ვიბრძვით და გავიმარჯვებთ!"
წერს სოციალურ ქსელში "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, კოალიცია "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი, გიორგი ვაშაძე.