რუსებმა ხარკოვი დაბომბეს | არის მსხვერპლი, დაშავებულია 14 ადამიანი

გამოქვეყნდა:

რუსულმა ძალებმა ხარკოვზე შაჰიდის დრონებით იერიში მიიტანეს.  ხარკოვის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ცნობით, შევჩენკოს რაიონში ერთი საფრენი აპარატი კერძო სახლს დაეჯახა. შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა, მათ შორის 16 წლის ბიჭი და გოგონა.

ხარკოვის მერი იგორ ტერეხოვი  იტყობინება, რომ წინასწარი ინფორმაციით, დრონებმა ექვს ობიექტს დაარტყეს, მათ შორის სავაჭრო ცენტრს, მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებს, სამედიცინო დაწესებულებას და საოფისე შენობას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი